
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ინდოეთში. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის მიზანია, რომ ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს ბიძგი მისცეს. იმედი მაქვს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოში გვეწვევა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, რომ გამოიყენოს შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია.
"ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, რომ გამოიყენოს შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია. ამ მხრივ, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. კერძოდ, კომიტეტებს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და საქართველოში ინდოელი კოლეგები მოვიწვიეთ, რათა საგარეო და დარგობრივ კომიტეტებთან ერთობლივი სხდომები გაიმართოს. საკანონმდებლო ჩარჩოზე ვისაუბრეთ, რომელიც არსებობს და რომელმაც უნდა წაახალისოს, მათ შორის შუა დერეფნის გამოყენება,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0