
მნიშვნელოვანია, რომ გუშინ რაც ვნახეთ, გავიაზროთ, გერმანიის ელჩს ახლა აქვს შესაძლებლობა, გაემიჯნოს ორკების ძალადობას ან ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ მიზანმიმართული მხარდაჭერაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შტაბის წინ გამართული აქცია იყო „ნაცობის“ სახე.
„გუშინ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასებას და ნახეთ, რა მძიმე ფაქტები, მტკიცებულებები არსებობს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, არამედ „ნაცობასთან“, როგორც იდეოლოგიასთან დაკავშირებით. გუშინ ვნახეთ, „ნაცობის“ სახე რა არის – გინება, ძალადობა, ფაშისტური ყიჟინა, ტიტუშკების მიერ ადამიანებზე დადევნება. ეს ორკების პარადი იყო, თუ რას უშვრება „ნაცობა“ ადამიანს. სამარცხვინო თავდასხმა იყო ბექა ოდიშარიაზე. „ნაც“ ტიტუშკებს ყოველთვის საკადრისი პასუხი გაეცემათ. გუშინ ამ „ნაცი“ ორკების თავყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ის ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც გუშინწინ გერმანიის ელჩმა თავისთან მიიღო, ინტერვიუც კი მისცა და პოზირებდა ამ ექსტრემისტ ადამიანთან ერთად. სოციალურ მედიაში პოსტები დაწერა და თქვა, საქართველოს მომავალი კარგ ხელშიაო. გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის ის საქართველო, რომელიც გერმანიის ელჩმა უნდა, რომ აქ ნახოს. ეს არის გერმანიის ელჩის სანატრელი საქართველო და სახე. ეს არის სინამდვილეში, რაც უნდათ, საქართველოში დაატრიალონ.
გერმანიის ელჩს ახლა აქვს შესაძლებლობა, ხომ ნახა მათი ძველი დამოკიდებულება, აქამდე თუ არ იცოდა, ხომ ნახა, ის გოგონა, რომელთანაც ფოტო გადაიღო, ეს გოგო თავად იდგა იქ, ილანძღებოდა, წყევლიდა და ლანძღავდა ადამიანებს სახედაკარგული. ახლა ეს ყველაფერი გადახარშოს გერმანიის ელჩმა და ან თქვას, რომ ემიჯენება, არ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ექსტრემისტული ჯგუფებისა, რომლებიც ადამიანის დეჰუმანიზებას ეწევიან. ადამიანის დეფუმანიზებას რომელი იდეოლოგია ეწევა, ამას არ ვახსენებ გერმანიის პატივისცემის გამო. მას აქვს შესაძლებლობა ამას გაემიჯნოს, არ გაემიჯება? ე.ი. არის თანამონაწილე ამ ორკების ძალადობის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ა
0
0