
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმოიხილა ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადების პროცესი.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა პასე-ს მიერ იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელმაც პარლამენტის წევრებს დელეგაციის დატოვებისკენ უბიძგა.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხი არჩევანის პატივისცემა დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ პრინციპის უპატივცემულობა მიუღებელია.
მხარეებმა გამოხატეს კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზაობა.
შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთაკონფერენცია იმართება.
საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
0
0