
დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია და დაფინანსებულია ექსტრემიზმი, ეს არის ის წითელი ხაზი, რომლიდანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გარკვეული ძალები აფინანსებენ ექსტრემიზმს.
„რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან ფინანსდება ზიზღი, ძალადობა პროპაგანდა, ანუ, ფინანსდება ექსტრემიზმი. ჩვენ ვხედავთ, რომ საჯაროდ, ცინიკურად, ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ელჩების მხრიდან, საჯაროდ არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც პირდაპირ არის განსაზღვრება ექსტრემიზმის. გერმანიამ აკრძალა ორგანიზაცია იმის გამო, მათ შორის რომ ისინი არ აღიარებდნენ არჩეული თუ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას, სამართლებრივ წესრიგს. საქართველოში იგივე ქვეყნების წყაროებიდან ფინანსდება ზუსტად ეს. ორგანიზაციები, რომლებიც არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობას, მიჰყვებიან ექსტრემიზმს. ამიტომ, მთავარი მოწოდებაა, რომ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია და დაფინანსებულია ექსტრემიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლიდანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0