
ეუთოს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში თავისი მონაწილეობით, თბილისელებს გადაგვიკეტა გზა და ფაქტობრივად, ამით დაგვანახა, რომ არაფერს არ ნიშნავს ქართული სახელმწიფო, არაფერს არ ნიშნავს მერაბ კოსტავას მიერ განვლილი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის - ერთ 39- წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია, როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რუსთაველზე მისვლამ აჩვენა, რომ არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და ამ აზრს მხოლოდ პატარა და სუსტ სახელმწიფოებს ახვევენ.
„ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამე - არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს ყველაფერი არის ქიმერა, მოფიქრებული კონსტრუქტი იმისთვის, რომ თავს მოახვიონ პატარებს და სუსტებს და ჩვენ გვესაუბრონ, თითქოს რაღაც წესრიგი არსებობს, თითქოს რაღაც ნორმებია, რომელსაც ყველა სახელმწიფო ემორჩილება. ამის დასტური იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა. მისი მონაწილეობით კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში, თბილისელებს გადაგვიკეტა გზა, ფაქტობრივად, და ამით დაგვანახა, რომ არაფერს არ ნიშნავს ქართული სახელმწიფო, არაფერს არ ნიშნავს მერაბ კოსტავას მიერ განვლილი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი კანონებისთვის. ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს, ნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალში და ჩვენც მისთვის არაფერს არ ვნიშნავთ, საერთოდ. ერთ 39 -წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია, როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 2 დღის წინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.
„მე ვიყავი იმ დემონსტრაციების სანახავად, რომლებიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში იმართება. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ“, - ციტირებს ფინური მედია helsingin sanomat ელინა ვალტონენის განცხადებას.
0
0
საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება
16/10/2025