
ავღანეთის ნატო-ს მისიაში ესტონეთის ყველაზე დიდი კონტინგენტი 150-ს შეადგენდა, ჩვენი – 1 560 ჯარისკაცს, ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას ისე, რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებას, რომ „ესტონეთი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, თუ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს“.
„ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას ისე, რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა და ახლა საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატო-ს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. ავღანეთის ნატო-ს მისიაში ესტონეთის ყველაზე დიდი კონტინგენტი 150-ს შეადგენდა, ჩვენი – 1 560 ჯარისკაცს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0