
ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
"როცა კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეგვქონდა და ასოცირების შეთანხმებას ხელს ვაწერდით, ჩვენ რა გვინდოდა, რა შევუკვეთეთ - ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა. იმიტომ, რომ თავად აიგივებენ საკუთარ თავს ზიზღთან, ძალადობასთან და პროპაგანდასთან.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ ამ მოძრაობების ყველანაირი დაფინანსება ჩახსნა, დღეს ერთადერთი დამფინანსებლები არიან ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები. დღეს ყველა ეს სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა და დეზინფორმაცია ფინანსდება ევროკავშირის, ან მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0