
რიუსელი უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, როგორც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი აზიარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკომისიის სპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებებს. კერძოდ, სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს – „4 ოქტომბერს გექნებათ შანსი, გამოუტანოთ საბოლოო ვერდიქტი მანქურთების რეჟიმს“, ანიტა ჰიპერის თქმით კი, „ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ხალხს, ვინც ქუჩაში გამოდის“.
„ასეთ სავალალო რეალობამდე მიიყვანა ევროკავშირი ბრიუსელის მიერ ღირებულებების პოლიტიკური ინტრიგებით ჩანაცვლებამ. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, როგორც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედს“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.
0
0
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025