
"როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ", - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პასუხს აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ.
"აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს "გამჭვირვალობის კანონის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა. როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობითვის, დიდი შვიდეულის (G7) სამიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებით დაემუქრა. ამის მიზეზი პარიზის მიერ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე (Gafam) დაწესებული 3%-იანი გადასახადია.
საპასუხოდ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ციფრული გადასახადი ევროპული კანონმდებლობის ნაწილია, რომელსაც ვაშინგტონი ვერ შეცვლის.
მაკრონის თქმით, აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს
1
0