
არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რითიც ეხმაურება "ნეტგაზეთის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც გამოცემა წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილი "ქართული ოცნების" პრეზიდენტია. სწორედ ასე აღწერს "ნეტგაზეთი", მიხეილ ყაველაშვილის გაეროში ვიზიტს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ამ პროპაგანდის გამავრცელებელი საკუთარ სახელმწიფოს პატივს სცემს.
"არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის.
არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარად გამშუქებელი პროპაგანდისტული მედია არ არის.
არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის.
არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ პროპაგანდის დაფინანსება ევროპულ ღირებულებაში ჯდება.
და რაც მთავარია, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ამ პროპაგანდის გამავრცელებელი საკუთარ სახელმწიფოს პატივს სცემს,”- წერს პაპუაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.
0
0