
ბრიუსელის ბიუროკრატები მდაბიო ხასიათის ბწკენებით არიან დაკავებული მათ მიმართ, ვინც მათ დაქვემდებარებაზე უარს აცხადებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯოდმარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების სახით საქართველოს საქმე აქვს არაკვალიფიციურ ხალხთან.
„საქართველოს თავზე გადავუფრინე და ისე ჩავფრინდი აზერბაიჯანში ან სომხეთში, ასეთი მდაბიო საქციელით რომ ფიქრობენ სამიათასწლოვანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. იმ ქვეყანის მიმართ, რომელსაც ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, ეს აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატების სახით, საქმე გვაქვს არაკვალიფიციურ ხალხთან. იმდენად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, რომ თავის თავს აზიანებენ. ანტიქართული რიტორიკით და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის განხორციელებით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა. ბრიუსელის ბიუროკრატიამ მხოლოდ ეს მიიღო და ეს გვაწუხებს, თორე, ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ მათ მიმართ მაინც და მაინც არც გამორჩეული სიმპატიები გვაქვს და რაც უნდათ ის გაუკეთებიათ, მაგრამ ჩვენ ორი რამ გვადარდებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით გამორჩეულმა ზოგიერთმა ბიუროკრატმა ჩვენი ქვეყანა არ დააზიანოს და ევროკავშირი არ დააზიანოს, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ამ ბიუროკრატიის ხელში არა, მაგრამ როდესაც ევროკავშირის ინსტიტუციების წამყვან პოზიციებზე ჭეშმარიტად ევროპელები, პატრიოტები და ევროპელ ღირებულებებზე მყოფი ადამიანები მოვლენ, მაშინ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის იქ რომ მივალთ, არ გვინდა, დაგვხვდეს ევროპა, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან, ევროპა, რომელიც მშვიდობის პროექტიდან გადაქცეული იქნება ომის პროექტად. დღეს, ჩვენ ამას ვუყურებთ, გამალებული შეიარაღებით. მშვიდობისთვის შექმნილი ორგანიზაცია, ყოველ მეორე დღეს ომზე საუბრობს, ვინ დაესხმება თავს, ესენი როგორ მოიგერიებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0