
საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. ყველას ვურჩევ, ამ თარიღისთვის მოემზადოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა არ განისაზღვრება ასაკით, სქესით, სიახლით, სიძველით, კუთხურობით, ეროვნებით, თმის და თვალის ფერით.
„საკადრო პოლიტიკა განისაზღვრება მხოლოდ კონპეტენციით და ლოიალობით ქვეყნის მიმართ. ძველ სახეებს რას ერჩით? რადიკალირი ოპოზიცია განახლებაზე საუბრობს და ეს მათი პრობლემაა. ახლა ცდილობთ, რადიკალების პრობლემის გადმოტანას „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენ ეს გამოწვევები არ გვაქვს. „ალიანსი“ შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ იქ არის სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა „ნაცი“. შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი ალიანსია. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მილიონ 200 ათასი ადამიანი მიიზიდა. ასე, რომ „ქართულ ოცნებას“ მიზიდულობა არათუ არ აკლია, ათი არჩევნებია, იმარჯვებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0