
ხვალ 1 ოქტომბერია. 13 წლის წინ ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, მაშინაც, ბიძინა ივანიშვილმა ყინულმჭრელის როლი იტვირთა და გზა გაუხსნა ეროვნულ ინტერესებზე მდგომი და ადამიანზე მზრუნველი სახელმწიფოს მშენებლობას.
„13 წელია, ყველა შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით, ვცდილობთ ასეთი სახელმწიფოს შენებას. ჩვენ ეს გამოგვდის, ხალხი ამას ხედავს და აფასებს.
ჩვენ ვდგავართ ისტორიულ ადგილას, რომელიც მოწმეა ქართველთა მრავალი ბრძოლისა და საგმირო საქმისა. ჩვენი ბრძოლა დღეს გადის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, რასაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია. ეს უნდა გახდეს საქართველოს გამთლიანებისა და ძლიერების საფუძველი. ეს საუცხოო კომპლექსი კი, როგორც დასახული პოლიტიკის ნამდვილი სიმბოლო, საქართველოს გამარჯვებისა და ფერიცვალების მომასწავებელი იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0