
რუსეთი მზადაა, მოუსმინოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ გონივრულ წინადადებასა და იდეას, რომელიც ასახავს ადგილზე არსებულ რეალობას, მაგრამ მიუღებელია ევროკავშირისა და კიევის მაქსიმალისტური მოთხოვნების გატარების ან უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებისთვის დროის მოგების მცდელობები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა News.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი კვლავ ღიაა ვაშინგტონთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე დიალოგისთვის, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პრინციპული პოზიციებიდან უკან დახევას არ აპირებს.
რიაბკოვის განცხადებით, ამერიკული მხარეს ამჟამად კონსტრუქციული დიალოგისადმი მზადყოფნას და რუსეთის პოზიციის გააზრების ნიშნები აქვს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია იმის გაკრვევა თუ, „რამდენად შეუძლია ვაშინგტონს გავლენა მოახდინოს კიევის რეჟიმისა და მისი ევროპელი სპონსორების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ოცნებობენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე“.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისაუბრა მშვიდობიანი მოგვარების ახალი იდეების შემოტანის აუცილებლობაზე – ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ, თუ ეს არის ამერიკელების ზემოხსენებული მცდელობების მიზანი. ჩვენ ღია ვართ ვაშინგტონთან დიალოგისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრინციპულ პოზიციებს დავთმობთ“,- განაცხადა რიაბკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დრო ნებისმიერ შემთხვევაში კიევისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მუშაობს, რომელთანაც მათ ანგარიშის გაწევა მოუწევთ.
0
0