
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. „როიტერის“ ცნობით, ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს.
„ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა დღეს მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას აცნობა, რომ თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს“, – ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
„როიტერის“ ცნობით, ლაგარდის შემცვლელის მთავარ კანდიდატებად ნიდერლანდებისა და ესპანეთის ცენტრალური ბანკების ყოფილი ხელმძღვანელები, კლას ნოტი და პაბლო ერნანდეს დე კოსი მოიაზრებიან.
ლაგარდის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა ამოწურულიყო, თუმცა მისი ვადაზე ადრე წასვლის შესახებ ცნობები რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა. ერთ-ერთ შესაძლო მიმართულებად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მისი დანიშვნა სახელდებოდა.
0
0