
ნატო-მ და ევროკავშირმა უკრაინის მეშვეობით რუსეთს ნამდვილი ომი გამოუცხადეს და ისინი უკვე უშუალოდ მონაწილეობენ მასში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვაზე უარის თქმა ნეოკოლონიური ამბიციების გამოვლინებაა, რაც გლობალური არასტაბილურობის ზრდას იწვევს და რეგიონულ კონფლიქტებს ამრავლებს.
„ნათელი მაგალითია უკრაინაში კოლექტიური დასავლეთის მიერ პროვოცირებული კრიზისი, რომლის დახმარებითაც ნატო და ევროკავშირი აპირებენ გამოცხადებას, უკვე გამოუცხადეს ნამდვილი ომი ჩემს ქვეყანას და უშუალოდ მონაწილეობენ მასში. იგივე ტემპით ვითარდება ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციაც. ღაზაში უპრეცედენტო ჰუმანიტარულმა კატასტროფამ უკვე 65 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში მოქმედი გაერო-ს ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს. მათიშ შეფასებები მიუთითებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა 10-ჯერ მეტია. ისრაელის ვერცერთი მეზობელი ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ“,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
0
0
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა
01/10/2025