
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არ იცის, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა.
„გავიგე, მარკო რუბიომ, რომელიც მოულოდნელად სენატში მიიწვიეს, განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი გადაწყვეტილია. არ ვიცით, რა გარანტიებზე შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი იმავე უკრაინული რეჟიმის გარანტიებს ეხებოდა, რომელიც რუსოფობიურ, ნეონაცისტურ პოლიტიკას ატარებს“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ სტამბოლში, სადაც ძირითადი პროექტი უკრაინულმა მხარემ წარადგინა და რუსეთმა მხარი დაუჭირა. თუმცა, ლავროვის თქმით, დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინას ხელი შეუშალა ხელშეკრულების ხელმოწერაში.
0
0