29/07/2024
13:35
ტაბლოიდი
ავსტრალიელ სერფერ კაი მაკკენზის, რომელმაც ზვიგენის თავდასხმის შედეგად ფეხი დაკარგა, კიდური ვეღარ მიუმაგრეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მაკკენზი ნიუ საუს ველსის შტატში, სერფინგით იყო დაკავებული, როდესაც მას დიდი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს და ფეხი მოაგლიჯა. კაცმა ნაპირზე გაღწევა შეძლო, ცოტა ხანში კი ტალღებმა იქვე მისი ფეხიც გამორიყა. ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ კიდურის მიმაგრებას შეძლებდნენ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა.
ინფორმაცია ამის შესახებ 23 წლის მაკკენზიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან საავადმყოფოში გადაღებული საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ამჩნევთ, რომ რაღაც მაკლია? ჰაჰაჰ“.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი მკურნალობისთვის თანხის შეგროვებაში მიიღო მონაწილეობა და პირობა დადო, რომ უახლოეს დროში წყალში დაბრუნდება.
ზვიგენი მაკკენზის გასულ კვირას დაესხა თავს. კაცი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ტალღის დაჭერა მოახერხა. სწორედ ამ დროს პლაჟზე პოლიციის ოფიცერი, თავის უქმე დღეს საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. სამართალდამცველმა ძაღლის საბელის მეშვეობით სერფერს სისხლდენა შეუჩერა და დახმარებაც გამოიძახა.
ადგილზე მისულმა ექიმებმა მაკკენზი კლინიკაში გადაიყვანეს. ცოტა ხანში კი იმავე ნაპირზე წყალმა მაკენზის ფეხიც გამორიყა. კიდური ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ ყინულში მოათავსეს და ექიმებს გადასცეს.
0
0