
ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა სერბსკას მთავრობამ პარლამენტიდან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი გაიწვია. მთავრობის გადაწყვეტილება 28 მაისს იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა გამოაცხადა. მას მიზეზი არ დაუსახელებია.
აშშ-მ და ევროკავშირმა აქამდე მწვავედ გააკრიტიკეს ადგილობრივი სერბების პრორუსული ლიდერის, მილორად დოდიკის საკანონმდებლო ინიციატივა.
კანონპროექტი ითვალისწინებდა „უცხოური გავლენის აგენტების“ რეგისტრაციას - არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას ან გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე. ასეთი ა(ა)იპ-ები უნდა ყოფილიყო შეტანილი სპეციალურ რეესტრში (რაც მათ სერიოზულ შეზღუდვებს დაუწესებდა), ან შეიძლებოდა საერთოდ აეკრძალათ (იუსტიციის სამინისტროს წინადადებით სასამართლოს გადაწყვეტილებით). გარდა ამისა, კანონში ჩამოთვლილი სხვადასხვა დარღვევებისთვის გათვალისწინებული იყო ფულადი ჯარიმები 500-დან 2500 ევრომდე.
0
0