
როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯების შემდეგ, სექტემბერში, ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს.
„ავსტრალიამ პალესტინის ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულებები, რომლებიც ეხება დემილიტარიზაციას, საყოველთაო არჩევნების ჩატარებასა და ისრაელის არსებობის უფლების აღიარების გაგრძელებას. ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა კაცობრიობის საუკეთესო იმედია, რათა დაირღვეს ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში და დასრულდეს კონფლიქტი, ტანჯვა და შიმშილი ღაზაში.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც მთავრობამ პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტისგან, მაჰმუდ აბასისგან მიიღო ვალდებულება, რომ „ჰამასს“ არცერთ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ექნება. ახლა არსებობს შესაძლებლობის მომენტი და ავსტრალია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს მის გამოსაყენებლად“, - განაცხადა ენტონი ალბანეზემ.
0
0