
სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სენაკის მუნიციპალიტეტთან, რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შეიქმნა, მოქალაქეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
“სენაკი-თეკლათის მონაკვეთზე საშინელი კილომეტრიანი საცობია. თითქმის ერთი საათია მოძრაობას ვერ ვახერხებთ",-აცხადებენ მოქალაქეები “ფეისნიუსთან”.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის პარალიზებულია მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. აღმოსავლეთის მიმართულებით კი მოძრაობა შეფერხებებით, მაგრამ მაინც შესაძლებელია.
ცნობისთვის, ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026