
სტიქია სენაკში - ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობის თქმით, მოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.
სენაკს ამ დროისთვის წყალი კვლავ არ მიეწოდება.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე სოფელიც.
როგორც “სფეისნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, წყალი შევარდა სენაკის ერთ-ერთ ავტოსახელონსოშიც, სადაც რამდენიმე მანქანა დააზიანა.
საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიასთან გამკლავების სამუშაოები. სენაკში ამ წუთებშიც წვიმს და ადიდებული მდინარე კვალვ პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026