25/04/2022
17:30
სამართალი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულთაგან ორი, ფოთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში არის მოთავსებული. მათ ბრალი ცოტა ხნის წინ , სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. როგორც მათი ულებადცველელი აცხადებს , ისინი თავს დამნაშავედ არ სცნობენ.
" წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ, თავს არ ცნობენ დამნაშავედ და აბსოლუტურად, კატეგორიულად სხვა ვითარებაში აღწერენ მოვლენას, რაც პირდაპირ მიუთითებს პოლიციელის მხრიდან პროვოცირებას. ბილწსიტყვაობა მოდის პოლიციელისგან და შესაბამისად ახალგაზრდები ამაზე ადეკვატურად პასუხობენ, "-განაცხადა გ.ჭ -ს ადვოკატმა ლაშა ხოშტარიამ.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს გ. წ-ს დუმილის უფლებას იყენებს.
" ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული გიორგი წულეისკირია. მას წარედგინა ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციელზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმა. ის თავს დამნაშავედ არ სცნობს, არანირი შემხებლობა ამ დანაშაულთან არ ჰქონია. ამ ეტაპისთვის დუიმილის უფლებას იყენებს და სხვას ვერაფერს ვიტყვი", -განაცხადა ადვოკატმა რომან მამულიამ.
რაც შეეხება დანარჩენებს,მათ ბრალს,სავარაუდოდ,ცოტა ხანში სენაკში წარუდგენენ.
ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით 24 აპრილს ხუთი პირი დააკავეს. შემთხვევა სენაკის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა.
0
0