
სენაკში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, სენაკში, მეზობლებს შორის მომხდარი, ფიზიკური დაპირსპირების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 38 წლის მამაკაცმა მეზობელს, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს, ჭრილობა ნაჯახით მიაყენა.
როგორც “სფეისნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, დაპირისპირების შედეგად, 60 წლის ასაკის მამაკაცმა თითი დაკარგა.
“ოპერაცია კლინიკაში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა თითი დაკარგა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის დაშავებული კვლავ კლინიკაში რჩება”, აცხადებენ ახლობლები.
მათივე ცნობით, დაპირისპირება სენაკში, შხეფის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მოხდა.
0
0