
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს .ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გასტანს.
არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ტარდება.
შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით.
თეკლათი-ჭალადიდის მცხოვრებლებმა არჩევანი ორ კანდიტას შორის უნდა გააკეთოს - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატ ზაზა ყურაშვილსა და პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ - მამუკა ტუსკაძეს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
სამივე უბანზე სულ 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს,პირადი განცხადების საფუძელზე შეუწყდა.
0
0