
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გადადგომის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა.
ინფორმაცია ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაადასტურა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ლეჟავას წასვლა უკავშირდება თუ არა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
0
0