18/12/2021
08:37
პოლიტიკა
მისი თქმით, მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია, აიძულოს ხელისუფლება, შეცვალოს თამაშის წესები.
“იმ ვითარებაში, როდესაც სამართლიანობის განცდა არ არის საზოგადოებაში, რა შერიგებაზე უნდა ვილაპარაკოთ?! გავანებოთ თავი იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პოლიტიკური წონა, შარლ მიშელს ხომ ჰქონდა?! ხომ დასვა და აიძულა მხარეები, რომ მორიგებულიყვნენ, მაგრამ რამდენ ხანს გასტანა ამ ყველაფერმა?! ძალიან ცოტა ხანს. იმიტომ, რომ თამაშის წესები იგივე დარჩა.
მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია, აიძულოს ხელისუფლება, შეცვალოს თამაშის წესები. კობახიძე ამბობდა მოიხადონ ბოდიშიო და ა. შ. თვითონ არ აქვს ბოდიში მოსახდელი? საზოგადოების შერიგებაზე უნდა ვილაპარაკოთ, თორემ მიშა და ბიძინა თუ შერიგდებიან, ხელს ჩამოართმევენ ერთმანეთს და რაღაცაზე გარიგდებიან, საერთოდ არ არის ეს საინტერესო. ეს არის ყალბი შერიგება – დღეს შერიგდებიან, ხვალ იჩხუბებენ, ასეთები აარიან პოლიტიკოსები,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
0
0