
“საზოგადოებას რომ სჯეროდეს, სააკაშვილი კვდება, ჯანსაღი რეაქცია ექნებოდა, გამოვიდოდა და ამ ყველაფერს გააპროტესტებდა. ვფიქრობ, ეს უფრო დამაჯერებელია ქვეყნის გარეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, სწორი იქნება, სააკაშვილს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მიეცეს.
"საზოგადოებას რომ სჯეროდეს, სააკაშვილი კვდება, მაშინ მას ჯანსაღი რეაქცია ექნებოდა, გამოვიდოდა და ამ ყველაფერს გააპროტესტებდა. ამიტომ მგონია, რომ ეს დამაჯერებელი არ არის. ასე რომ იყოს, ქუჩაში ხალხმრავალ გამოსვლებს ვნახავდით. ქუჩაში მისი მხარდამჭერების ათი პროცენტი მაინც ხომ უნდა გამოვიდეს? – ვფიქრობ, ეს უფრო დამაჯერებელია ქვეყნის გარეთ, ევროპარლამენტში კი რეზოლუციას ვხედავთ. ვნახეთ გადახდილი თანხაც, რაც ამ კამპანიას ემსახურება, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანი ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, ის მკურნალობა მიიღოს საქართველოში, რაც მას სჭირდება, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, სწორი იქნება, მას სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მიეცეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0