სტუდენტები, რომლებიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ
30/04/2024
20:29
პოლიტიკა
A-
+A
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს არტყამენ.
მათ გადაწყვეტილი აქვთ შეუერთდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.
რუსთაველის გამზირზე მარშით მოსულმა სტუდენტებმა აქ შეკრებილებს კორდონის გაკეთება სთხოვეს იმისათვის, რომ პარლამენტს წრე შემოარტყან.
მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “სტუდენტები,სტუდენტები”, “არა რუსულ კანონს!”.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
0
0
119
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%