
ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე და ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავის არეში - ასეთ მდგომარეობაში დახვდა სასწრაფო დახმარებას, ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ექიმი, რომელიც ახლა თავადაა უმძიმესი პაციენტი.
მოძალადე ქმარმა ახლად მოყვანილი ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა.
112-ში ზარი, ქალის განწირული ყვირილის შემდეგ, მეზობლების მხრიდან შევიდა. ადგილზე მისულ ბრიგადას კი, დამნაშავეც ადგილზე დახვდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, ცოლი კი 6 თვის წინ მოიყვანა.
ექიმებმა 42 წლის ქალის გადარჩენაა მოახერხეს, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
მოძალადე ქმარი პოლიციამ უკვე დააკავა, 44 წლის მამაკაცს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.
პირად საუბრებში ექიმიკი ამბობს, რომ პაციენტის გადარჩენას 8 საათი ცდილობდნენ, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ქალს 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
წყარო: “რუსთავი2”
0
0