
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 39 წლის გიორგი ხმიადაშვილი, გურჯაანის პრობაციის სამსახურის თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვი, დედა და გიორგი ხმიადაშვილი.
“იგი ინციდენტის დროს სამსახურში მიდიოდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ სახლში ხანძარი იყო ოჯახის გადასარჩენად შიგნით შებრუნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ”, აცხადებენ მეზობლები.
ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.
წყარო: “მთავარი არხი”
0
0