
არაერთხელ გვითქვამს, რომ უცხოურ ძალას და აქაურ აგენტურას დაგეგმილი აქვს რევოლუციური სცენარი თუ უკანონი აქტები ხელისუფლების შეცვლისთვის, ეს არის მათთვის გეგმა „ბ“, რადგან გეგმა „ა“ ჩაუვარდათ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
თუმცა, როგრც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო თავის სიმაღლეზეე იდგება და არავის ექნება საშუალება, გადატრიალება მოახერხოს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ უცხოურ ძალას და აქაურ აგენტურას დაგეგმილი აქვს რევოლუციური სცენარი თუ უკანონი აქტები ხელისუფლების შეცვლისთვის. მართალია, სუს-ი თავის სიმაღლეზე დგას და ქვეყანას არაერთხელ ააცილეს რევოლუციური სცენარები თუ ტერორისტული აქტები. თითქმის ექვსი დღის განმავლობაში ამ საქმეს მალავდნენ. მათი დუმილი და შემდეგ არაადეკვატური ღიმილი იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, იქნებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რაც არის მათთვის გეგმა „ბ“, რადგან გეგმა „ა“ ჩაუვარდათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავის სიმაღლესე იდგება და არავის ექნება საშუალება, გადატრიალება მოახერხონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი. ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოკითხვისას საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.
0
0