სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა, რომელსაც ილონ მასკმა „ამერიკული დემოკრატიის საფრთხე“ უწოდა, მუშაობა შეწყვიტა
25/12/2024
19:20
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა (GEC) მუშაობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც კონგრესმენებმა მისი დაფინანსება ამოიღეს მიღებული ბიუჯეტიდან. ინფორმაციას ამის შესახებ Agence France-Presse ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გლობალური ჩართულობის ცენტრის საქმიანობა ფოკუსირებული იყო უცხოურ დეზინფორმაციაზე.
გლობალური ჩართულობის ცენტრი შეიქმნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში 2016 წელს. მისი წლიური ბიუჯეტი 61 მილიონი დოლარი იყო.
გლობალური ჩართულობის ცენტრი დიდი ხანია კონგრესის „რესპუბლიკელების“ კრიტიკის სამიზნე იყო, რომლებიც მას ცენზურასა და ამერიკელების თვალთვალში ადანაშაულებდნენ.
ცენტრს ილონ მასკიც აკრიტიკებდა, რომელმაც 2023 წელს მას „ჩვენი დემოკრატიის საფრთხე“ უწოდა.
0
0
39
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%