სახელმწიფო დეპარტამენტი "ვაგნერის" წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გადადებს - "ვოლ სთრით ჯორნალი"
25/06/2023
12:01
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კერძო სამხედრო კომპანია, „ვაგნერის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას, რუსეთში აჯანყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გამო გადადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის წყაროს თანახმად, „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციების გადადება განპირობებულია იმით, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კონფლიქტში მხარედ გამოჩნდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი 27 ივნისს გეგმავდა „ვაგნერის“ ოქროს ბიზნესის შესახებ ახალი აღნიშვნების გამოცხადებას აფრიკაში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჯგუფის მიერ მართულ სამთო ოპერაციებზე.
0
0
164
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%