27/09/2022
20:48
პოლიტიკა
სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მის სამუშაო კაბინეტში შეკრებილ დეპუტატებს გააცნო.
9-კაციანი ჯგუფი, რომლის შექმნაზეც ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს, შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდება: - დავით ასათიანი(საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე), თამარ ზარანდია (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი), ნათია კუპრაშვილი (რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე), რაისა ლიპარტელიანი (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე), ელენე რუსეცსკაია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი), არნო სტეპანიანი („მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე), ნინო ჩხობაძე („საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე), ეკა ციმაკურიძე („დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ თავმჯდომარე), ლევან ცუცქირიძე („აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ დირექტორი)
შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა.
0
0