
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის მხარდამჭერი პროექტი, რომლის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუში დაინიშნა, ევროკავშირს ეკუთვნის და მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის არა.
ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
“ეს არის ევროკავშირის პროექტი. მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის არა. ჩვენ ბატონ ტუღუშთან კარგი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და იმედი გვაქვს, ამ პროექტის ფარგლებში ბევრ პროექტს განვახორციელებთ ერთად”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც ცნობილია, გიორგი ტუღუში ომბუდსმენის პოსტს იკავებდა 2009-2012 წლებში, ხოლო შემდეგ (2012 წლის 20 სექტემბრიდან – 25 ოქტომბრამდე) იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.
0
0