15/06/2023
00:09
პოლიტიკა
დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გარშემო თავს მხოლოდ და მხოლოდ მოიყრის ის ხალხი, ვინც მათსავით ფიქრობს. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.
"კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გარშემო თავს მხოლოდ და მხოლოდ მოიყრის ის ხალხი, ვინც მათსავით ფიქრობს. ეს არის ცხადზე უცხადესი. იცით რა არის ყველაზე დიდი დამცირება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა და განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისა, ფარსში და სიყალბეში ცდილობენ აცხოვრონ ასიათასობით პარტიის ამომრჩეველი. თუ ერთ ადამიანს მაინც ამ ქვეყანაში სჯერა იმისი, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილით, ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი... და საუბრობენ იმაზე, რომ ამ ადამიანების კრიტიკა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალსო, ივანიშვილისთვის ამაზე მეტი წყალი რას უნდა დაესხა, რაც ახლა ხდება?!" - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0