28/12/2022
15:44
პოლიტიკა
საუბარია, რომ თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, არ მოგცემთ სტატუსს, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულებები ნორმალურად მიგაჩნიათ?! ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები?! ასე გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა?! – აცხადებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.
"ევროპა და ევროპული ღირებულებები ამაზე უკეთესი მე მგონი დღეს არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ჩვენ ე.წ. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, აბსოლუტურად კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს, ახლა მე გეკითხებით თქვენ, ეს ნორმალურია?! ეს ლექსიკა, ეს მიდგომები ნორმალურია?! ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულებები ნორმალურად მიგაჩნიათ?! ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები?! ასე გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა?!", – აცხადებს კალაძე.
0
0