
"რა თქმა უნდა, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ორჯერ ვაქცინა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში...იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არ არის, ვფიქრობ, რომ არასწორია.
ვისმენდი და ზუსტად გავიგე, რაც იგულისხმა. იყო ის, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
დღევანდელ, 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის გავრცელების დროს, "მწვანე პასპორტის" არსებობამ აზრი დაკარგა და მიზეზი ასე განმარტა:
"ომიკრონის" შემთხვევაში ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება "ომიკრონი". მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი"...
მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, "მწვანე ბარათის" გამოყენებამ", - თქვა პრემიერმა.
0
0