
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ორი უმძიმესი ფაქტი კახეთში. ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცია დაკავებული. საუბარია 15 წლის გოგოზე, რომელზეც არსებული ვერსიით, მამამ იძალადა. მომხდარის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის დირექტორმა აცნობა.
"ჩემთვის რაღაც ეჭვის დონეზე იყო ინფორმაცია, შესაბამისად ჩემი მოვალეობა შევასრულე და მიმდინარეობს გამოძიება, დაუზუსტებელი საუბარი იყო, რამაც მე გამიჩინა ეჭვი. ბავშვმა არ აღიარა არაფერი" ამბობს სკოლის დირექტორი.
მომხდარზე გარკვეული ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებსაც. მომხდარზე საქმის კურსშია სოციალური სამსახური და ფსიქოლოგი. თავად მოზარდი კი სამკურნალოდ კლინიკაშია მოთავსებული.
ადგილობრივების თქმით, კაცი მათ სოფელში სხვა მუნიციპალიტეტიდან იყო გადასული და ცოლის ოჯახში ცხოვრობდა, ის წარსულში ნასამართლევი.
რეგიონის კიდევ ერთ სოფელში მამინაცვალია დაკავებული 14 წლის გერის გაუპატიურების ბრალდებით.
შსს-მ ორივე შემთხვევაში გამოძიება შესაბამისი მუხლებით დაიწყო, ორივე ბრალდებული დაკავებულია.
0
0
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025