26/07/2024
11:12
მსოფლიო
ნიუ ჯერსიში სატვირთო მანქანა აფეთქდა - შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა. 55 წლის მამაკაცი ვინაობა ცნობილი არ არის, მაშვლებმა იგი სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას პასსაიკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, სატვირთო ჯერ მის უკან მდგომ ავტობუსს, შედეგ კი ბარიერს დაეჯახა და აფეთქდა. ავტობუსში მყოფი არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.
ცეცხლმა გზასთან ახლის მდებარე სახლების უკანა ეზოები მოიცვა. თუმცა, სტრუქტურული დაზიანება არ დაფიქსირებულა.
"ძლიერი აფეთქების ხმა იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ მიწისძვრა მოხდა" - განაცხადა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს ფეთქებადი ქიმიკატი გადაჰქონდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
0
0