
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი მარტივდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, არსებულ წესში შემდეგი ცვლილებები შედის:
B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს სამი შეცდომის ნაცვლად, ხუთი შეცდომის დაშვების უფლება ექნება.
კერძოდ, B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისთვის განსაზღვრული 30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს, სულ მცირე, 25 ქულა. აქამდე მოქმედი რედაქციით, მძღოლობის კანდიდატი ვალდებული იყო, 30 საგამოცდო ტესტიდან, სულ მცირე, 27 ქულა დაეგროვებინა.
ამასთან, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.
ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.
ცვლილების მიხედვით, გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს გამომცდელის მიერ მიეცემა შეცდომის აღმოფხვრის შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნით, გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მიეცემა შესაბამისი მითითება (მაგ.: „გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“). ამასთან, გამომცდელი უფლებამოსილია, გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება.
კიდევ ერთი ცვლილება ეხება გამოცდის მეორე ეტაპისთვის დასაჯავშნ ადგილებს.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში დასაჯავშნი ადგილების მძღოლობის კანდიდატებს შორის შესაძლო თანაბარი გადანაწილების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება, შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია/ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატთა ბაზის ანალიზს და აღნიშნული მიზნის შესაბამისი, სააგენტოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტების (მაგ.: პირველადი გასვლა, ნაკლები გასვლა, რიგში დაჯავშნის მოლოდინის დიდი პერიოდი და ა.შ.) საფუძველზე რიგში ადგილების დაჯავშნის სისტემის მართვას.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 მაისიდან
21/05/2026