19/07/2022
21:26
სამართალი
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სოსო გოგაშვილის 8 ბინასა და 4 ავტომობილში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, კიდევ ერთი ინფორმაცია ხდება ცნობილი. საუბარია კიდევ ერთ უძრავ ქონებაზე, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში გოგაშვილების ოჯახს ეკუთვნის. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს სოსო გოგაშვილი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა, რომელიც ახლა უკრაინის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანია.
ამავე ინფორმაციით, გოგაშვილმა ლორთქიფანიძეს გარკვეული ინფორმაცია გადასცა, რის სანაცვლოდაც მას სიღნაღში სასტუმრო "ხირსა" გადაუფორმეს.
სასტუმრო გოგაშვილების ოჯახს საჩუქრად ბექა პაატაშვილმა და კახა ნინუამ გადასცეს, რომლებიც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორები არიან.
იმას, რომ სასტუმრო "ხირსა" მის სახელზეა გადაფორმებული "კურიერთან" ადასტურებს სოსო გოგაშვილის შვილი ნიკოლოზ გოგაშვილი. თუმცა ემოციური ფონის გამო დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და პასუხებისთვის ადვოკატებთან ამისამართებს.
წყარო: "რუსთავი2"
0
0