
გერმანიის სოფელ კრეფში მდებარე სასტუმროს ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, ხოლო კიდევ 6 ადამიანთან, მათ შორის ერთ ბავშვთან მათ კონტაქტი აქვთ და სამაშველო ოპერაცია გრძელდება. იმისათვის, რომ შენობის მთლიანად ჩამონგრევა თავიდან იქნეს აცილებული, სამაშველო ოპერაცია დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს.
სამაშველო ოპერაციაში 250 ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან მეხანძრე-მაშველები, მედიკოსები და პოლიციელები. ოპერაციაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და დრონებიც არის ჩართული.
სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026