
მეღვინეობა „ბადაგონი“, რომელსაც წელს დაარსებიდან 20 წელი უსრულდება, საიუბილეო თარიღს გრანდიოზული პროექტებით ხვდება.
კომპანიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე რადიო „სივრცის“ ეთერში ბადაგონის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ ისაუბრა.
მალე ექსპლუატაციაში შევა ბადაგონის სასტუმრო „ალავერდი რეზორტი“, რომლის მიმართ ინტერესი ცნობილმა ამერიკულმა კომაპნიამ Wyndham Wyndham Hotels & Resorts- მა გამოთქვა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმრო ქსელია და 9000-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. Wyndham Wyndham Hotels & Resorts-მა მიიღო გადაწყვეტილება, სასტუმრო გლობალურ ქსელში ჩართოს.

ბადაგონის დამფუძნებლის გიორგი სალაყაიას თქმით, "ალავერდი რეზორტმა" დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით.

„მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად ვამაყობთ, რომ ბოლო თვეებში, როგორც კი ფინალურ ფაზაში შედიოდა ეს პროექტი, ვინც გამოთქვა ინტერესი სასტუმროს მიმართ, არის ცნობილი ბრენდი Wyndham.
ეს იყო ერთის მხრივ მოულოდნელი და მეორეს მხრივ მოსალოდნელიც, რადგან თავისი არქიტექტურიდან და კონცეფციიდან გამომდინარე, პროექტი აბსოლუტურად განსხვავებული და უნიკალურია. ამიტომ დარწმუნებული ვიყავით, რომ საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდებოდნენ. სასტუმრო მდებარეობს ჩვენი სათაყვანებელი მონასტრის, ალავერდის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე, თუშეთის გზაგასაყართან. პროექტი მორგებულია როგორც პილიგრიმული ტურებისთვის, ასევე, ტურიზმის კუთხით. მას აქვს გამორჩეული მიზიდულობა და სასტუმროს მიმართ დიდია ინტერესი იმ ადამიანების მხრიდანაც, რომლებსაც განსაკუთრებულად უყვართ ეს რეგიონი."- განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში გიორგი სალაყაიამ.
ბადაგონის დამფუძნებლის თქმით, 15 ივნისს ოფიციალურად ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მხოლოდ ერთი სასტუმროთი არ შემოიფარგლება.
„ეს პროექტი არ შემოიფარგლება ერთი სასტუმროთი, აქ საუბარია უფრო ფართო სპექტრზე. როდესაც ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ Wyndhem-ის ბრენდის ქვეშ განვავითაროთ ეს ბიზნესი, Wyndhem -მა გამოთქვა სურვილი, ბადაგონის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებით ფონიჭალაში, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება. მათ გამოთქვეს სურვილი, ამ ტერიტორიაზე აშენდეს 20 ათას კვადრატულ ფართობზე კომპლექსი... სასტუმრო, ბიზნესცენტრი და ა.შ. რასაც ხელი უკვე მოეწერა. რაც შეეხება ინვესტიციას, აქ არ არის მხოლოდ Wyndhem, აქ არის ისრაელის, ჩინური კომპანიის ინტერესიც, რომელიც დაინტერესებულია მაღალტექნოლოგიური ჰაბის შექმნით. ინვესტიცია დაახლოებით 100 მილიონამდეა, რომელიც მოიცავს ფონიჭალის და კახეთის პროექტს.“- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
ცნობისათვის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის აქტიური მხარდაჭერით, კომპანია ბადაგონსა და Wyndham Hotels & Resorts-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 15 ივნისს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელებას იწყებენ. პარალელურად, ჩინური კომპანია Leapmotor, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.9 მილიარდ დოლარს აღწევს, ბადაგონთან ერთად მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს.

1
0