
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის აქტიური მხარდაჭერით, კომპანია ბადაგონსა და Wyndham Hotels & Resorts-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელებას იწყებენ.

კომპანია Wyndham, რომელიც მსოფლიოს 9000-ზე მეტ სასტუმროს მართავს, ფონიჭალაში 100 მილიონ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სწორედ ფონიჭალის პროექტი -ელიტური დასახლება ავტონომიური ინფრასტრუქტურით - არის Wyndham Hotels & Resorts და ბადაგონის სერიოზული განაცხადი საქართველოს უძრავი ქონების განვითარების საქმეში.

Wyndham-ის გადაწყვეტილება „ბადაგონთან“ პარტნიორობის შესახებ იმის მანიშნებელია, რომ ამერიკული კაპიტალი საქართველოს უძრავ ქონებას სერიოზულ საინვესტიციო შესაძლებლობად აღიქვამს. Wyndham Hotels & Resorts და ბადაგონის გაერთიანება ქმნის ძლიერ და დივერსიფიცირებულ ალიანსს, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების პრემიალურ სეგმენტზე მნიშვნელოვან მოთამაშედ გვევლინება.
ბადაგონის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს ისრაელის ბიზნესპალატა, რომელიც წარადგენს 12 პროექტს, მათ შორის, ბადაგონის ორ სასტუმროს. ივლისში, ისრაელში გამართულ ფორუმზე ეს პროექტები საერთაშორისო ინვესტორების წინაშე წარსდგება.

პარალელურად, ჩინური კომპანია Leapmotor, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.9 მილიარდ დოლარს აღწევს, ბადაგონთან ერთად მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს.
მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ :
კომპანია ბადაგონის დამფუძნებელი - გიორგი სალაყაია, ბადაგონის გენერალური დირექტორი მარიკა გიორგაძე, Wyndham Hotels & Resorts ევროპის/ახლო აღმოსავლეთის/ ევრაზიის/ აფრიკის პრეზიდენტი - დიმიტრის მანიკისი, Wyndham Hotels & Resortsს (ისრაელი, აღმოსავლეთ ევროპა, საქართველო, ცენტრალური აზია და დსთ-ს ქვეყნების) განვითარების ხელმძღვანელი, სერგეი ეგოროვი და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე.

4
0