
პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ხატია დეკანოიძე და ნიკა მელია დიდ ტალახში არიან ჩაფლულნი.
მისი თქმით, დეკანოიძე ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.
„დეკანოიძემ თქვა ხატიამ: „ყოფილი ხელისუფლების დროს სისტემური დანაშაულები იყოო“.... 2023 წელს აღნიშნა და სააკაშვილის ხმებით მოპოვებული მანდატით დატოვა პარტია და მანდატი „ჩაიტოვა“. ახლა სამართლებრივად გეტყვით რას და რა სიბინძურეს ნიშნავს ეს განცხადება, პირველი - ის, რომ თუ სისტემური დანაშაულები ხდებოდა, შენ რომ მაღალჩინოსანი იყავი პოლიციის, მაშინ ხმა უნდა ამოგეღო, რადგან იმ სისტემის მოქმედი ნაწილი იყავი! და მეორე - დღეს 2023 წელს რომ ამბობ ამას, ფაქტობრივად მათი დელი მაღალჩინოსნის ჩვენებას აძლევ და ვის წინააღმდეგაც აკეთებ ყველა ხვდება, ეს არის დღეს პირდაპირი ჩვენება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მაღალჩინოსნისა, ჰოდა ამიტომ ხარ სასტიკად უსუფთაო და არაკეთილსინდისიერი „პოლიცგოგონა“. ამ „ნაჩინოვნიკარმა“ და „არაბუტაფორია“ ქალმა ვერ ამოიღე ხმა „სისტემური დანაშაული“ თუ ხდებოდა?!......
რანაირი ქამელეონი არ მინახავს ამ პოლიტიკურ წუმპეში ვაკვირდები და ესენი - ეს დუეტი რომ არის მელია - დეკანოიძე ამისმაგვარი არაფერი. აბა ჰე, წინ ბატონებო დიდი ტალახში ხართ და გააგრძელეთ ერთად „დააბოტეთ“ მძიმედ ჩაძირვამდე კეზერაშვილის ნაჩუქარი დიდი ჯიპით!“ - წერს თაკო ჩარკვიანი.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025