
როგორც ცნობილია, ხობში, მე-12 კლასელი გოგო გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს. ტრაგედია გუშინ, სოფელ ხიბულაში მოხდა.
გარდაცვლილია ნინი კონჯარია.
"არვიცი, რა ვთქვაა.. საშინელებაა, სოფელში ორი ანგელოზი ასვენია. ჩვენი 19 წლის რეზი ჩხეიძე, რომელიც 26 ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ ბაზაზე ნახეს გარდაცვლილი და მეორე - ნინი, 17 წლის, ჩვენი პოზიტიური გოგო. სავარაუდოდ, თავი მოიკლა",- ამბობენ ადგილობრივები.
შენიშვნა: ფოტოს სოციალურ ქსელში გარდაცვლი ახალგაზრდების ახლობლები ავრცელებენ.
ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ცნობილია, რომ რეზი საგუშაგოზე, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, შემდეგ კი სხვა ჯარისკაცებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებს კი რეზი გარდაცვლილი დახვდათ.
ამავე სოფელში 29 ოქტომბერს, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს 17 წლის ნინი, მე-12 კლასელი გოგო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რეზის შეყვარებული იყო – გოგომ სიცოცხლე ასევე, თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო “ფეისბუქზე” მისი ბოლო სტატუსი იყო: “ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ”.
0
0