
ცნობილი ხდება 19 წლის ჯარისკაცის ვინაობა, რომელიც 26 ოქტომბერს, ვაშლიჯვარში, საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს.
ის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულას მკვიდრი რეზი ჩხეიძეა.
როგორც “სფეისნიუსსთან” ადგილობრივები ამბობენ, 19 წლის ჯარისკაცი სამხედრო ნაწილში დაიღუპა.
"შოკში ვართ... არ ვიცი რა ვთქვათ, მძიმე და აუტანელია ეს ტკივილი... როგორც ამბობენ, ერთ სამხედრო ნაწილში ნახეს გარდაცვლილი. ჩვენი რეზი საქართველოს ჩემპიონი იყო კრივში. სამხედრო ნაწილიდან მოასვენეს," - ამბობენ ადგილობრივები “სფეისნიუსთან”.
გარდაცვლილი უკვე საკუთარ სახლში, ხობშია გადასვენებული.
რეზის სამხედრო სამსახურამდე წარმატებული სპორტული კარიერაც ჰქონდა, ის კრივში ორგზის საქართველოს ჩემპიონი იყო კრივში. როგორ ამბობენ, ახალგაზრდის გარდაცვალებამდე გაისმა გასროლა. ნათესავების თქმით, დიდი ალბათობით, მას იარაღი გაუვარდა. მომხდარს სამხედრო პოლიცია იძიებს. საქმე 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
0
0