ტეხასის შტატში, ბილიკზე მოსეირნე ოჯახმა პირსახოცში გახვეული მიტოვებული ახალშობილი იპოვა. ოჯახმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.
„ორი პატარა ფეხის მოძრაობა შევნიშნე... და ჩემმა მეუღლემ დაუყოვნებლივ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა,“ - განუცხადა დანიელა ფედელმა ადგილობრივ ტელევიზიას KHOU-ს.
„სასწრაფო დახმარებამ ბავშვი ტეხასის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება,“ - განაცხადა ჰარისის ოლქის შერიფის ოფისმა.
შერიფის ოფისის ინფორმაციით, "უცნობმა მამაკაცმა" ბავშვი პატარა ხიდზე მიატოვა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
შერიფის ოფისის განცხადებით, ბავშვს ექიმებმა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და შემდეგ, მასზე ტეხასის ბავშვთა დაცვის სააგენტო იზრუნებს. პირს, რომელმაც ბავშვი მიატოვა, შესაძლოა ბრალი ბავშვის მიტოვებასა და მისი საფრთხის წინაშე დატოვებაში წაუყენონ.
როგორც ცნობილია, ტეხასში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, მშობლებს, რომლებიც თვლიან, რომ არ შეუძლიათ შვილზე ზრუნვა, უფლება აქვთ ბავშვი სახანძრო სადგურში, საავადმყოფოში ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიიყვანონ და დატოვონ. კანონის შესაბამისად, ჩაბარებული ჩვილი უნდა იყოს 60 ან ნაკლები დღის და ჯანმრთელი.
0
0